|
გაკვეთილის თემა
|
მზის ოჯახი –დედამიწა
|
|||
|
|
საფეხური
|
III კლასი
|
||
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
5, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე
არ არის.
|
||
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მზის სითბოსა და სინათლის გარეშე ვერ იარსებებენ დედამიწაზე მცენარეები,ცხოველები,ადამიანები.დედამიწაზე ჩვენ ვცხოვრობთ და მას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.ბავშვებმა პრაქტიკაში გამოიყენონ სხვადასხვა გამოსახულება ,კოსმოსური სურათები და ისაუბრონ დედამიწის ფორმის შესახებ( არ დავანაგვიანოთ,დავრგოთ ხეები).
|
||
|
|
გაკვეთილის მიზანი და შედეგი
|
შესწავლილი მასალის საფუძველზე შეძლონ,რომ მარტივად დაახასიათონ მზე,პლანეტები,დედამიწა,ისწავლონ ბუნების მოვლა–გაფრთხილება; ზოგადი წარმოდგენა შევუქმნათ მზის სისტემის შესახებ.
|
||
|
სტანდარტთან შესაბამისობა
|
II.6 მოსწავლე ახასიათებს მზეს, დედამიწას,პლანეტებს,იყენებს დედამიწის სხვადასხვა გამოსახულებას,კოსმოსურ სურათებს და საუბრობს დედამიწის ფორმაზე.
|
|
||
|
წინასწარი ცოდნა
|
ზოგადი ცნობები მზისა და პლანეტების შესახებ,ინტერნეტში შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება.
|
|
||
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ჯგუფური მუშაობა.
შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ინსტრუქციის აღქმა,დროის ლიმიტის დაცვა,კითხვებზე პასუხის გაცემა თანამშრომლობა,თანმიმდევრობა,ჯგუფში ჩართულობა.
|
|
||
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
კომპიუტერი,პროექტორი,ბარათები,სახელმძღვანელო,კალმები,წინასწარ გამზადებული სლაიდ–შოუ.
|
|
||
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A ფაზა
გაკვეთილის მიზნის გაცნობა.
აქტივობა 1.
ასოციაციური რუკა.
დაფაზე წინასწარ მაქვს გაკრული წინა გაკვეთილზე მოსწავლის მიერ დახატული ყველაზე ლამაზი მზე.
ვთხოვ მათ,მიპასუხონ ,რა იციან მზის შესახებ და პასუხებს ვწერ ნახატი მზის ირგვლივ სხივებში.
B ფაზა
აქტივობა 2.
საპრეზენტაციო ფაილის ჩვენება.
სლაიდის ჩვენებისას ვსვამთ შეკითხვებს:
რა არის მზე? რომელი ბუნებრივი მოვლენა უკავშირდება მზეს? რა მოხდება უმზეოდ დედამიწაზე? მერამდენე პლანეტაა მზის ორბიტაზე დედამიწა? როგორი ფორმა აქვს მას? რას უჭირავს დედამიწის მეტი ნაწილი? რა ჰქვია დედამიწის მოდელს? რატომ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას?
აქტივობა 3.
ჯგუფური მუშაობა.
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად.ჯგუფები იღებენ მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ ბარატებს,რომლებზეც შემდეგი მითითებებია: ბარათი 1– მოვიფიქროთ ხუთი კითხვა მზის შესახებ მზის შესახებ.
ბარათი 2 –მოვიფიქროთ ხუთი კითხვა პლანეტების შესახებ მესამე ჯგუფისთვს.
ბარათი 3– მოვიფიქროთ ხუთი კითხა დედამიწის შესახებ მეორე ჯგუფისთვის.
აქტივობა 4.
მოსწავლეების მიერ ერთმანეთის ცოდნის შემოწმება.
ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ
ერთი ჯგუფი მეორეს უსვამს კითხვებს.პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში პასუხობს კითხვის დამსმელი ჯგუფი.
c ფაზა
აქტივობა 5.
შეჯამება.
რა კავშირი აქვს მზესა და დედამიწას ერთმანეთთან?
საშინაო დავალება.
ინტერნეტიდან,უფროსებისგან მოიძიეთ ინფორმაცია, რა საფრთხის წინაშე დგას დედამიწა და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას.
|
|
||
|
|
|
|||
|
|
|
|
მაკა საათაშვილი
|
|
Tuesday, December 17, 2013
gegma
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment