Tuesday, December 17, 2013

პროექტი



პროექტის სახელწოდება:
 ,,პლანეტა დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი

პროექტის მთავარი იდეა: გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას, ბუნებას, გარესამყაროს. დავიცვათ იგი ანუ ჩვენი თავი, დაღუპვისაგან.
 პროექტის აქტუალობადედამიწა საფრთხის წინაშე დგას, რასაც მოწმობენ გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები და ტექნოგენური კატასტროფები.
 პროექტის მიზნები: ჩაუნერგოს ბავშვებს ბუნებისა და გარესამყაროსადმი სათუთი და მზრუნველი დამოკიდებულების გრძნობა.
 გააცნოს მათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებები გარესამყაროს მიმართ.
 მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა; გარემოსადმი სათუთი დამოკიდებულება ;
დასუფთავებული სკოლის ეზო, ქუჩები; გაშენებული ნარგავები; კედლის გაზეთი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები,ენციკლოპედია, ინტერნეტი, პროექტორი,ნერგები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოსა და შემოგარენის დასუფთავება; სკოლის ეზოსა და ნაკვეთში ნარგავების დარგვა;
კედლის გაზეთის გამოშვება

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: შრომითი სწავლება/ბუნება
მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაზრდა; გაგება, სხვისთვის გადაცემა
11. პროექტის : ფასილიტატორი:  მზევინარ საათაშვილი

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: makasaatashvili@gmail

1 3. პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი: makasaatashvili. blogspot. com.



gegma




  გაკვეთილის  თემა

               მზის ოჯახი   –დედამიწა

 
საფეხური

        III   კლასი


მოსწავლეთა პროფილი

    5,  განსაკუთრებული  საჭიროებების მქონე არ არის.




გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

მზის სითბოსა და სინათლის გარეშე ვერ იარსებებენ დედამიწაზე მცენარეები,ცხოველები,ადამიანები.დედამიწაზე ჩვენ ვცხოვრობთ და მას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.ბავშვებმა პრაქტიკაში გამოიყენონ სხვადასხვა გამოსახულება ,კოსმოსური სურათები და ისაუბრონ დედამიწის ფორმის შესახებ( არ დავანაგვიანოთ,დავრგოთ ხეები).





გაკვეთილის მიზანი და შედეგი

შესწავლილი მასალის საფუძველზე შეძლონ,რომ მარტივად დაახასიათონ ,პლანეტები,დედამიწა,ისწავლონ ბუნების მოვლაგაფრთხილება; ზოგადი წარმოდგენა შევუქმნათ მზის სისტემის შესახებ.

სტანდარტთან შესაბამისობა
II.6 მოსწავლე ახასიათებს მზეს, დედამიწას,პლანეტებს,იყენებს დედამიწის სხვადასხვა გამოსახულებას,კოსმოსურ სურათებს და საუბრობს დედამიწის ფორმაზე.


წინასწარი ცოდნა

ზოგადი ცნობები მზისა და პლანეტების შესახებ,ინტერნეტში შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება.


შეფასების საგანი და პროცედურები
ჯგუფური მუშაობა.
შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ინსტრუქციის აღქმა,დროის ლიმიტის დაცვა,კითხვებზე პასუხის გაცემა თანამშრომლობა,თანმიმდევრობა,ჯგუფში ჩართულობა.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

კომპიუტერი,პროექტორი,ბარათები,სახელმძღვანელო,კალმები,წინასწარ გამზადებული სლაიდშოუ.






გაკვეთილის მსვლელობა















ფაზა
გაკვეთილის მიზნის გაცნობა.
აქტივობა 1.
   ასოციაციური რუკა.
დაფაზე წინასწარ მაქვს გაკრული წინა გაკვეთილზე მოსწავლის მიერ დახატული ყველაზე ლამაზი მზე.
ვთხოვ მათ,მიპასუხონ ,რა იციან მზის შესახებ და პასუხებს ვწერ ნახატი მზის ირგვლივ სხივებში.
      B  ფაზა
  აქტივობა 2.
    საპრეზენტაციო ფაილის ჩვენება.
   სლაიდის ჩვენებისას ვსვამთ შეკითხვებს:
  რა არის მზე? რომელი ბუნებრივი მოვლენა უკავშირდება მზეს? რა მოხდება უმზეოდ დედამიწაზე? მერამდენე პლანეტაა მზის ორბიტაზე დედამიწა? როგორი ფორმა აქვს მას? რას უჭირავს დედამიწის მეტი ნაწილი? რა ჰქვია დედამიწის მოდელს? რატომ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას?
  აქტივობა  3.
ჯგუფური მუშაობა.
 კლასს ვყოფ სამ ჯგუფად.ჯგუფები იღებენ მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ ბარატებს,რომლებზეც შემდეგი მითითებებია: ბარათი 1– მოვიფიქროთ ხუთი კითხვა მზის შესახებ მზის შესახებ.
              ბარათი 2 –მოვიფიქროთ ხუთი კითხვა პლანეტების შესახებ მესამე ჯგუფისთვს.
ბარათი 3– მოვიფიქროთ ხუთი კითხა დედამიწის შესახებ მეორე ჯგუფისთვის.



აქტივობა 4.
მოსწავლეების მიერ ერთმანეთის ცოდნის შემოწმება.
ჯგუფური მუშაობის  დასრულების შემდეგ ერთი ჯგუფი მეორეს უსვამს კითხვებს.პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში პასუხობს კითხვის დამსმელი ჯგუფი.
 c  ფაზა
  აქტივობა 5.
  შეჯამება.
 რა კავშირი აქვს მზესა და დედამიწას ერთმანეთთან?
  საშინაო დავალება.
 ინტერნეტიდან,უფროსებისგან მოიძიეთ ინფორმაცია, რა საფრთხის წინაშე დგას დედამიწა და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას.









 მაკა საათაშვილი